Monday, July 22, 2019

მაია ხაბელაშვილის კვლევა


ს.ს.ი.პ. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის
                       საჯარო სკოლის პედაგოგის
                               მაია ხაბელაშვილის
             პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში


თემა: რა იწვევს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დაბალ             
                             დონეს საბაზო საფეხურზე











                                               2019 წელი

                                               სარჩევი
შესავალი................................................................................................................................  3
თავი I...................................................................................................................................... 5
1.1  პრობლემის აქტუალობა..............................................................................................   5
1.2  ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი......................................................   5
1.3  პრობლემა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა......................................................   5
1.4  პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები: ....................................................   6
1.5  კვლევის მიზანი............................................................................................................    7
1.6  კვლევის ამოცანები: .....................................................................................................   7
1.7  ძირითადი დასკვნები: ................................................................................................   8
თავი II...................................................................................................................................   9
  ლიტერატურის მიმოხილვა............................................................................................   9
თავი III კვლევის დიზაინი...............................................................................................  17
 3.1. საკვლევი კითხვების ფორმულირება.....................................................................  17
 3.2. პრაქტიკული კვლევის არსი.....................................................................................   17
 3.3. კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა: ...............................................   17
 3.4. კვლევის სამიზნე ჯგუფი..........................................................................................   18
 3.5. კვლევის მეთოდები...................................................................................................   18
 3.6. კვლევის ვადები.........................................................................................................   19
 3.7. მონაცემთა ანალიზი..................................................................................................   20
 3.8. ინტერვენციები...........................................................................................................   24
 3.9. განხორციელებული ცვლილებები.........................................................................   24
თავი IV……………………………………….....................................................................   26
 4.1. ინტერვენციების შეფასება........................................................................................   26
 4.2. დასკვნები და რეკომენდაციები..............................................................................   26
თავი V……………………………………………………………………………………..   28
 5.1. ბიბლიოგრაფია..........................................................................................................    28
თავი VI................................................................................................................................    30
 6.1. დანართები...............................................................................................................       30
    რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ............................................    33




შესავალი
     ნაშრომში განხილულია მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების შესაძლო განმაპირობებელი ფაქტორები და აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
     საჯარო სკოლებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და აკადემიური მოსწრების დაბალი დონეა. განსაკუთრებული სირთულეებით გამოირჩევა საბაზო საფეხური. არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების შემცირებისათვის სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საკარო სკოლის საბაზო საფეზურზე 2018-2019 ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ჩემი მიზანი იყო გამერკვია რა იწვევდა მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას საბაზო საფეხურზე. კვლევა მიმდინარეობდა ექვსი თვის განმავლობაში. ნამუშევარში განხილულია მეთოდოლოგია და მოცემულია კვლევის შედეგების ანალიზი. კვლევის ანგარიშს დანართის სახით ერთვის კვლევისას გამოყენებული კითხვარები, გრაფიკული სქემები. ჩემს მოსწავლეებთან ჩატარებული კვლევის ანგარიშის შედეგად ჩამოყალიბებული დასკვნები და რეკომენდაციები, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, არა მარტო საბაზო კლასის მასწავლებლებისთვის, ასევე დაწყებითი და საშუალო საფეხურის პედაგოგებისთვის. შედეგად შეიქმნება ემოციურად უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემო, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას და მაღალ აკადემიურ შედეგს.
     კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მივიღე შედეგი. მოხდა მოსწავლეთა დაინტერესება. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია. გაუმჯობესდა სწავლების შედეგები და გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. დამატებითი რესურსების გამოყენებამ მოახდინა მათი დაინტერესება.
     დასკვნა: მიმაჩნია, რომ საჭიროა ცვლილებები სახელმძღვანელოებში სწავლება- სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ, პედაგოგებმა, უნდა შევძლოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ მოზარდებს, რათა გახდნენ ისინი კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების წინაშე.
     ჩემი პრაქტიკის კვლევის ანგარიშის წარდგენამდე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს კვლევის პროცესში აღმოჩენილი მორალური და ფიზიკური მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებსა და მოსწავლეებს, გულწრფელობისა და გაწეული დახმარებისთვის. ყველა ჩემს კოლეგას მინდა ვუთხრა, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ახალი ცოდნის ძიების საუკეთესო საშუალებაა.
     ნაშრომი შედგება ექვსი თავისგან. I თავი - მოცემულია: პრობლემის აქტუალობა, ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი, პრობლემა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი, კვლევის ამოცანები, ძირითადი დასკვნები; II თავი - ლიტერატურის მიმოხილვა; III თავი - კვლევის დიზაინი: საკვლევი საკითხების ფორმულირება, პრაქტიკული კვლევის არსი, კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა, კვლევის სამიზნე ჯგუფი, კვლევის მეთოდები, კვლევის ვადები, მონაცემთა ანალიზი, ინტერვენციები, განხორციელებული ცვლილებები; IV თავი - ინტერვენციების შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები; V თავი - ბიბლიოგრაფია; VI თავი - დანართები.
     კვლევა ფუნდამტურად იზიარებს ეროვნული სასწავლო გეგმას და განათლების ეროვნულ მიზნებს.
     საკვანძო სიტყვები: მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, ცოდნის დონის ამაღლება, ჯგუფური მუშაობის ფორმები, აკადემიური მოსწრების ამაღლება, კითხვარების შევსება.



















თავი I
1.1.    პრობლემის აქტუალობა
საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა უმეტესობა დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, მათ არ გააჩნიათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია. არ აქვთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, თავდაჯერებულობის უნარი. თავს იკავებენ საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ საკითხზე კვლევის ჩატარება, რომ დამედგინა მიზეზი და შესაბამისად ინტერვენციების დახმარებით მიმეღწია მიზნისთვის.

1.2.    ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
     სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში სწავლობს 60 მოსწავლე, მუშაობს 20 პედაგოგი. სკოლაში უზრუნველყოფილია სასწავლო გარემოსთვის ყველა ის მნიშვნელოვანი პირობა, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების განხორციელებას. კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, აღჭურვილია ტექნიკური კაბინეტი (სამწუხაროდ არ აქვს სპორტული და სააქტო დარბაზი).
     კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს, იგი გრძელდებოდა 6 თვის (2019 წ. იანვარი, ....ივნისი) განმავლობაში და სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა აღნიშნული სკოლის მე-7-8-9 კლასები.

1.3.    პრობლემა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა
     დღეს საგანმანათლებლო სისტემაში განსაკუთრებით პრობლემატურია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე და მისი ზრდა-კლების ხარისხი. ალბათ მრავალი მიზეზი მონაწილეობს იმ ფაქტორების ჩამოყალიბებაში, რამაც, შესაძლოა, მოზარდოს სწავლისადმი ინტერესი დაუკარგოს, მაგრამ, ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო რთულდება ე.წ. მოზარდთა გარდატეხის პერიოდში, როდესაც თითოეულ ბავშვში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური და პიროვნული ცვლილებები მიმდინარეობს, როცა მოზარდი ცდილობს თვითდამკვიდრებას, ეძებს კავშირებს, დასაყრდენს, უჭირს თვითგამოხატვა, ერიდება, იკეტება, თანდათნ მისი ქცევა პრობლემური ხდება და ბუნებრივია, ყოველივე ეს უარყოფითად აისახება სწავლის პროცესზეც. ამ დროს თავს იჩენს აკადემიური მოსწრების დონის მკვეთრი კლება, რომლის პროპორციულადაც იზრდება მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან ურთიერთდადანაშაულება, რეალურად კი აღნიშნული პრობლემის მიზეზი უმეტეს შემთხვევებში უცნობი რჩება. არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გაგრძელდება და მისი მოგვარების ან შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელიც ემსახურება იმ მიზეზთა გააზრებასა და დადგენას, რამაც, სავარაუდოდ, განაპირობა საბაზო საფეხურზე აკადემიური მოსწრების გაუარესება.

1.4.    პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
     კოლეგებთან საუბრისას საბაზო საფეხურზე დაბალი აკადემიური მოსწრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება დასახელდა, მაგრამ ამასთანევე გამოიკვეთა შემდეგი ფაქტორებიც:
v  სახელმძღვანელოების სირთულე;
v  გადაჭარბებული მოლოდინები ბავშვების მიმართ;
v  ყურადღების შემცირება მშობელთა მხრიდან;
v  მოსწავლეთ ოჯახების სოციო-ეკონომიური ფონის გავლენა სწავლა-სწავლების ხარისხზე.
     რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა: რა არის საბაზო საფეხურზე, მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების გამომწვევი მიზეზი?
კვლევის მთავარ კითხვაში წარმოდგენილი პრობლემის დადგენაში დამეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
v  არის თუ არა ჩართული მოსწავლის სწავლის პროცესში მშობელი? ოჯახი?
v  აქვს თუ არა ყველა მოსწავლეს გაკვეთილებზე საკუთარი ცოდნის გამოვლენის თანაბარი შესაძლებლობები?
v  გრძნობენ თუ არა მოსწავლეები სკოლაში თავს უსაფრთხოდ?
v  იყენებენ თუ არა მასწავლებლები გაკვეთილებზე ინოვაციურ მეთოდებსა და მიდგომებს?
v  რა განაპირობებს საგნის სიყვარულს?
v  უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას საგაკვეთილო პროცესში წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ?
v  აცნობენ თუ არა მასწავლებლები მშობლებს განმავითრებელი შეფასების სახით მათი შვილების დამოკიდებულებას სწავლის მიმართ და რამდენად ეფექტურად ახერხებენ ამას?

საკვლევი პრობლემის აქტუალურობას დასადგენად გავესაუბრე სხვადასხვა სკოლის საბაზო საფეხურის რამდენიმე მასწავლებელს, მშობელს და მოსწავლეს. ჩავწერე ინტერვიუ, რის შედეგადაც გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მასწავლებელთა ზოგადი მიდგომა სასწავლო პროცესისადმი, ის, რომ:
v  ხშირად არ არის დადგენილი მოსწავლეთა საჭიროებები;
v  არ ხდება ფოკუსირება პრობლემაზე;
v  მასწავლებლების არასწორად ორიენტირებული საქმიანობები ვეღარ ახდენს პოზიტიურ გავლენას მოსწავლეთა შედეგებზე.

1.5.        კვლევის მიზანი
     ნაწილი მოსწავლეებისა ახერხებს სკოლაში თავისი ცოდნის რეალიზებას, ეწევა სასწავლო გეგმას და არის წარმატებული. მაგრამ ნაწილი მოსწავლეებისა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს დავალების შესრულებას და ვერ იღებს დახმარებას ვერც მშობლებისაგან, იგი წყვეტს საგნის სწავლას. კვლევის მიზანიც ესაა. ასეთი მოსწავლეების სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზიშეიძლება იყოს მოსწავლეთა გარდატეხის ასაკი, როცა მოსწავლეებს სხვა ინტერესები უჩნდებათ და ნაკლებად აინტერესებთ სწავლა. აღნიშნული კვლევის მიზანია საგაკვეთილო პროცესზე იმ მეთოდების დანერგვა, რომლებიც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს, შექმნის მოსწავლეტა ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს და დაეხმარება მასწავლებელს და მოსწავლეებს აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. მოსწავლეების ნაწილი ახერხებს სკოლაში სავისი ცოდნის რეალიზებას, ეწევა სასწავლო გეგმას და არის წარმატებული. მაგრამ ნაწილი მოსწავლეებისა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს დავალების შესრულებას და ვერ იღებს დახმარებას ვერც მშობლებისგან, ვერც თანატოლებისგან, იგი წყვეტს საგნის სწავლას. კვლევის მიზანიც ესაა. ასეთი მოსწავლეების სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.

1.6.    კვლევის ამოცანები:

·         დაკვირვება თითოეულ მოსწავლეზე, კერძოდ მის აკადემიურ მოსწრებაზე;
·         ფოკუს ჯგუფის შექმნა;
·         დისკუსიები და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
·         მოსწავლეთა გამოკითხვა - ანკეტირების გზით;
·         პედაგოგთა გამოკითხვა - ანკეტირების გზით;
·         მშობელთა გამოკითხვა - ანკეტირების გზით;
·         მონაცემების ანალიზი;
·         შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია;




1.7.    ძირითადი დასკვნები:
მიმაჩნია, რომ სწავლა - სწავლების გაუმჯობესების მიზნით , ცვლილებები უნდა განხორციელდეს სწავლების მეთოდებთან მიმართებაში. უნდა შევძლოთ ხშირად ჩავატაროთ ისეთი გაკვეთილები, რომლებითაც საჭირო უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ ბავშვებს, რათა გახდნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების წინაშე 21-ე საუკუნეში.
        კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდები დამეხმარება უფრო ზუსტად განვსაზღვრო საბაზო საფეხურზე აკადემიური მოსწრებით გამოვლენილი პრობლემების რეალური მიზეზები, თუმცა მოსწავლეები შეძენილი უნარ-ჩვევებით, კოგნიტური განვითარებისა და სწავლის ტემპით ერთმანეტისგან განსხვავდებიან, რაც თავისთავად სწავლის შედეგებზეც აისახება. გარდა ამისა, ოჯახური გარემო და მასწავლებლის დამოკიდებულება მნიშვმელოვნად განაპირობებს მათ მოტივაციას სწავლისადმი. ვფიქრობ, ეს ფაქტორებიც აუცილებლად იქნება არსებული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი.

























თავი II

ლიტერატურის მიმოხილვა

     მასწავლებელის ერთერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კლასის მართვა, თუ კლასი უმართავია შეუძლებელია სწავლისა და სწავლების ეფექტურობა. ამ დროს მასწავლებელიც და მოცწავლეებიც ზარალდებიან.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა უცხოელ კოლეგათა გამოცდილების გაზიარება.
მკვლევარები, დიდი ხანია, მუშაობენ მასწავლებლის იმ მახასიათებლების დადგენაზე, რომელიც მას მოსწავლეებისათვის უფრო მისაღებს ხდის და, შესაბამისად, მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობების დამყარებაში უწყობს ხელს. ამ კვლევების მიხედვით, მასწავლებელთა ასეთი მახასიათებლებია: ყურადღებიანობა, ენერგიულობა, ოპტიმიზმი, მოთმინება და ა.შ. თუმცა ეს კვლევები მოსწავლეთა და მასწავლებლის ურთიერთობების დინამიკას არ იკვლევენ. არსებობს რამდენიმე სხვა კვლევა, რომელიც უშუალოდ ამ დინამიკას შეისწავლის.
კლასის მართვის მეთოდების კუთხით თუ მივუდგებით, მასწავლებლის მოსწავლეებთან ურთიერთობის დინამიკის ერთ-ერთი საუკეთესო კვლევა თეო ვუბელესმა და მისმა კოლეგმებმა ჩაატარეს (იხ. ვუბელესი, ბრექელმანსი, ვან თართვიქი და ადმირალი, 1999; ვუბელესი და ლევი, 1993; ბრექელმანსი, ვუბელსი და ქრეთონი, 1990). ტიმოთი ლერის (1957) ნაშრომზე დაყრდნობით, ვუბელესმა და მისმა კოლეგებმა (იხ. ვუბელესი და ლევი, 1993; ვუბელესი და სხვები, 1999) მოახდინეს იმ ორი განზომილების იდენტიფიკაცია, რომელთა ინტერაქციაც მოსწავლეებისა და მასწავლებლის ურთიერთობას განსაზღვრავს. ერთი განზომილებაა დომინირება, ხოლო მეორე - თანამშრომლობა.
ძლიერ დომინანტობას მიზნის სიცხადე და ძლიერი ხელმძღვანელობა ახასიათებს. მიზნის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა როგორც სწავლების შინაარსობრივ ნაწილს, ისე კლასში მოსწავლეთა ქცევის ნორმების რეგულირებას უნდა ეხებოდეს. ესენი პოზიტიური მახასიათებლებია, თუმცა მასწავლებლის ძლიერ დომინანტურობას შეიძლება მოსწავლეების ინტერესების მიმართ ყურადღების ნაკლებობა ახლდეს. მორჩილებას კი, პირიქით, მიზანმიმართულობისა და სიცხადის ნაკლებობა ახასიათებს. ასე რომ, მოსწავლეთა და მასწავლებლის ურთიერთობაში არც ზედმეტი დომინანტურობაა ოპტომალური გამოსავალი და არც მოსწავლეთა სრული მორჩილება. იგივე შეიძლება ითქვაას მეორე განზომილებაზეც - ესაა თანამშრომლობა.
თანამშრომლობის მაღალ დონეს ახასიათებს საჭიროებებისა და მოსაზრებების გათვალისწინება, სურვილი, რომ იმუშაო გუნდის ფარგლებში, და არა ინდივიდუალურად. ეს ყოველივე კარგია, მაგრამ თუ თანამშრომლობის დონემ ექსტრემალურ ხარისხს მიაღწია, ადამიანებს აღარ შეუძლიათ დამოუკიდებლად ქმედება და ჯგუფის სხვა წევრების მოსაზრებებზე ზედმეტად დამოკიდებულნი ხდებიან. თანამშრომლობის საწინააღმდეგო ფენომენია დაპირისპირება, ანუ ანტაგონიზმი სხვა ადამიანებისადმი და სურვილი იმისა, რომ მოხდეს მათი მიზნებისა და სურვილების უგულვებელყოფა. მასწავლებლისა და მოსწავლეთა ურთიერთობაში თანამშრომლობისა და დაპირისპირების უკიდურესი ფორმები არ შეუწყობს ხელს კლასში სწავლაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებას. მასწავლებლისა და მოსწავლეთა ოპრიმალური ურთიერთობა შეიძლება ზომიერი (და არა უკიდურესი) დომინანტურობისა და თანამშრომლობის პრინციპებს ემყარებოდეს.
ვუბელსი და მისი კოლეგები (1999) წერენ: მასწავლებლები უნდა იყვნენ ეფექტურნი სწავლების პროცესში. ამავდროულად, მათ უნდა ახასიათებდეთ: მეგობრულობა, დახმარებისთვის მზაობა, მოსწავლესთან დაახლოების უნარი. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლისადმი თანაგრძნობის გამომჟღავნება, მისი მოსმენა და მოსწავლის სამყაროს წვდომა. კარგი მასწავლებელი არასოდესაა გაურკვეველ მდგომარეობაში, როცა საქმე მოსწავლეებთან კომუნიკაცია ეხება; ის არ არის ბუზღუნა, მოღუშული, უკმაყოფილო, აგრესიული, სარკასტული ან ადვილად გაღიზიანებადი. მასწავლებელს უნდა შეეძლოს სტანდარტების დამკვიდრება, კონტროლის შენარჩუნება და, ამავდროულად, უნდა ქმნიდეს გარემოს, სადაც მოსწავლე გრძნობს პასუხისმგებლობებსა და თავისუფლებას.
საინტერესო დაკვირვება: მასწავლებლები, რომლებსაც პროფესიული პრაქტიკა ახალი დაწყებული აქვთ, რეალურ ცხოვრებაში უფრო ხშირად ატარებენ მოსწავლეებთან თანამშრომლობის პრინციპებს, ვიდრე ისინი, ვისაც უფრო ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება აქვთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მსთ აკლიათ ლიდერული გამოცდილება, უჭირთ დომინანტობის გამომჟღავნება (ვუბელსი და ლევი, 1993). მასწავლებელს, საშუალოდ, 6-10 წელი სჭირდება, რათა დომინანტურ ქცევაში დახელოვნდეს. სამწუხაროდ, გამოცდილების მომატებასთან ერთად, მასწავლებლები ნაკლებად იყენებენ თანამშრომლობით პრინციპებს. როგორც ვუბელსი და მისი კოლეგები აღნიშნავენ: ,,მასწავლებლებს უსუსტდებათ თანამშრომლობითი მიდგომები და უფრო დაპირისპირებულნი ხდებიან მოსწავლეებთან. ასეთი ცვლილლება, რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებთან დამოკიდებულებაზე“ (ვუბელსი და სხვები, 1999, გვ. 166).
ჯერე ბროფისა და ქაროლინ ევეთსონის (1976) მიერ ჩატარებული კვლევაც მსაწავლებლის მიდგომებში დომინანტური და თანამშრომლობის ხაზების შერწყმის მნიშვნელობას ადასტურებს. ბროფმა და ევერთსონმა გამოიკვლიეს მე-2 და მე-3 კლასის 30-მდე მასწავლებელი. ეს ის მასწავლებლები იყვნენ, რომელთა მოსწავლეებიც, სხვა მასწავლებლების მოსწავლეებთან შედარებით, განსაკუთრებულ აკადემიურ მიღწევებს აფიქსირებდნენ. მკვლევრებმა შემდეგი დასკვნა გააკეთეს: მასწავლებლები, რომლებსაც შინაგანი კონტროლის გრძნობა ჰქონდათ და პირად პასუხისმგებლობას იღებდნენ კლასში განვითარებულ მოვლენებზე, იმის დემონსტრირებას ახდენდნენ, რომ ისინი სიტუაციას აკონტროლებდნენ [ხაზგასმა გადმოტანილია ორიგინალში]. კლასში ეს მასწავლებლები თავად აყალიბებდნენ და ინარჩუნებდნენ სასწავლო გარემოს. თუმცა ისინი ხშირად იღებდნენ რჩევებს მოსწავლეებისაგან, მუდმივად აკონტროლებდნენ, როდის რა უნდა მომხდარიყო კლასში. ეს ის მასწავლებლები იყვნენ, რომელთა მოსწავლეებიც ყველაზე წარმატებით აუმჯობესებდნენ აკადემიურ მოსწრებას. ბროფისა და ევერთსონის მიერ გაკეთებული დასკვნები თითქმის იგივეა, რაც ვუბელსის კვლევის შედეგები. მოსწავლეებისა და მასწავლებლის ოპტიმალური ურთიერთობა დომინანტობისა და თანამშრომლობის პრინციპების შერწყმას გულისხმობს [1].
      ტრადიციულად, სკოლაში მოზარდის მიმართ ინტერესს იჩენენ, როგორც გარკვეული ინტერესისა და უნარების მფლობელის, და არა როგორც პიროვნების, გარკვეული ხასიათის მქონის სუბიექტის მიმართ. ხასიათზე საუბარს, ჩვეულებრივ, უარყოფითი შეფერილობა აქვს ხოლმე.განსაკუთრებით ბევრ საზრუნავს ვაწყდებით ცოცხალ, მოძრავ და ძლიერი ხასიათის მქონე მოზარდებთან. ხასიათი გამოვლინდება: სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, საქმეში, საკუთარი თავის მიმართ, ქონების მიმართ...ხასიათი მჭიდროდაა დაკავშირებული მორალთან, მსოფლმხედველობასთან, რწმენასთან, რაც განაპირობებს ინდივიდის სოციალურ პოზიციას. ხასიათის მყარი ბუნება არ გამორიცხავს მის პლასტიურობას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათის მიზანმიმართული ფორმირებისთვის. 12-14 წლის ასაკში ფორმირდება ,,მეს“ ის კომპონენტები, რომლებიც დაკავშირებულია საკუთარ მე-სა და სხვებს შორის მსგავსება-განსხვავების გაცნობიერებასთან. 14 წლის ასაკში იზრდება სწრაფვა თვითდაკვირვებისკენ, მცირდება ,,მე-ხატის“ სიმყარე, მცირდება ზოგადი თვითპატივისცემის დონე, არსებითად იცვლება ზოგიერთი თვისების თვითშეფასება. მოზარდებს, გაცილებით უფრო ხშირად, ვიდრე პატარა ბავშვებს, ეჩვენებათ, რომ მშობლებს, მასწავლებლებსა და თანატოლებს აქვთ ცუდი შეხედულება მათზე. ხშირად არიან დეპრესიულ მდგომარეობაში. ეს პროცესები გოგონებთან უფრო გამოხატულია, ვიდრე ბიწებთან. ზოგჯერ მოზარდები აღმოაჩენენ, რომ ზოგიერთი რამ, რასაც ისინი აკეთებენ, ამბობენ და გრძნობენ, იწვევს მწვავე ემოციურ განცდებს, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას, თვითპატივისცემის შემცირებას. ცდილობენ რაღაცის გამოსწორებას, ისინი, როგორც წესი, აწყდებიან წარუმატებლობას. მოზარდი სიტყვას აძლევს საკუთარ თავს, რომ შეიკავებს ემოციებს და მოიქცევა ღირსეულად, თუმცა მაინც ვერ ახერხებს საკუთარი თავის ხელში აყვანას. ზოგჯერ საკუთარი აზრების, გრძნობების ეშინია, რომლებიც მანამდე არ მოსვლია თავში, არ განუცდია. ყველაფერი ეს იწვევს კრიტიკულ დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. პედაგოგი უნდა დაეხმაროს მოზარდებს მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში, ამიტომ აუცილებელია, ვიცოდეთ შემდეგი: თვითცნობიერება ან დამოკიდებულება საკუთარი ქცევის, გრძნობებისა და აზრების მიმართ, როგორც წესი, ჩნდება 13-15 წლის ასაკში. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი მოზარდთან საუბარს იმის შესახებ, რომ მისი ხასიათი და მისი პიროვნება არ არის ერთი და იგივე რამ. 13-15 წლის მოზარდების ხასიათი არის გარკვეული მოცემულობა, თუმცა მკაფიოდ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მოზარდები არ არიან დამნაშავეები იმაში, რომ მათი ხასიათი ასეთია. მოზარდები განიცდიან წყენას ,,შეუსაბამო“ ხასიათის გამო, წუხან იმის გამო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერაფერს ვერ ცვლის. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი ხასიათი. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი ხასიათის გამოყენება დასახული მიზნების მიღწევისთვის და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ თვიანთი თავის შეცნობის, ეშინიათ საკუთარი თავის, ამის გამო ისინი ვერ აღწევენ წარმატებასა და დასახულ მიზნებს [2].
      ქცევითი დარღვევების თავიდან აცილება მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი-მოსწავლე პატივს უნდა სცემდეს საკუთარ თავს. ის უნდა გრძნობდეს, რომ :1. შეუძლია სასწავლო ამოცანის გადაწყვეტა, 2. შეუძლია ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობა ააგოს მასწავლებელთან და 3. შეაქვს თავისი წვლილი  საკლასო კოლექტივში. თუ ეს ასეა მას აღარ გაუჩნდება სურვილი, დახარჯოს ენერგია ცუდ ქცევაში.
რწმენა, რომ ნიჭიერი ხარ, გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ნიჭიერების რეალური დონე, ყოველ შემთხვევაში მოტივაციის თვალსაზრისით. ეს კი სწავლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ,, შეიძლება იყო ნიჭიერი, მაგრამ თუ არ ხარ მიზანსწრაფული, სწავლაში წარმატებას ვერ მიაღწევ“(ანასტაზი). რა შეიძლება გააკეთდეს ამ თვალსაზრისით? გამვიხილოთ შეცდომა ბუნებრივ და საჭირო მოვლენად, უპირველესად ვიმუშაოთ იმაზე, რომ მოსწავლეს გაუქრეს შეცდომის შიში. მასწავლებელს შეუძლია შეუცვალოს მათ საკუთარ თავისადმი დამოკიდებულება, თუ აჩვენებს, რომ შეცდომა ყველას მოსდის და ეს ბუნებრივია. გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს წარმატების რწმენა. ყველა მოსწავლეს უხარია ქება და ეძლევა უფრო მეტი მოტივაცია წარმატების გასამეორებლად. არასოდეს შევადაროთ მოსწავლეები ერთმანეთს. შევთავაზოთ მოსწავლეებს, დაასახელონ თავიანთი ძლიერი, კარგი მხარეები, ან ფურცელზე დაწერონ. ხაზი გავუსვათ წარსულ წარმატებებს. უფროსები ყურადღებას უმთავრესად იმაზე ამახვილებენ, რასაც ვერ აკეთებს ბავშვი კარგად. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ბავშვს აიძულებენ, მომავალში უკეთესი გახდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. განათლების ფსიქოლოგებს, პირიქით, მიაჩნიათ, რომ ერთადერთი უხიფათო გზა, რომელიც ბავშვს სწავლის მოტივაციას გაუძლიერებს არის ხაზგასმა ყოველივე იმისა, რასაც იგი სწორედ აკეთებს [3].
     დღეს ადამიანებს ნაკლებად გვაქვს გამიჯნული ონლაინ და რეალურ სივრცესი არსებული სანაცნობო წრე. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტის მეშვეობით ვურთიერთობთ იმავე ადამიანებთან, ვისთანაც რეალურ სამყაროში. შესაბამისად, ბულინგიც სესაძლებელია გადავიდეს სკოლის ეზოდან სოციალურ ქსელში და პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ბულინგი განიმარტება როგორც აგრესიის ხშირი გამოვლენა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მხრიდან, შეიძლება ზემოთ დასახელებული თავისებურებებისა და მეტადრე კომუნიკაციის ანონიმურობისა და გაშუალებული ხასიათის გამო - მოძალადე ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობდეს საკუთარ საქციელზე. ამავდროულად, ბევრი ონლაინპლატრფორმა სუპერვიზიის ნაკლებობას გამიცდის, მიუხედავად სუპერვიზიის ფორმებისა, პირადი მესიჯები ანონიმურია და შესაბამისად მხოლოდ მგზავნელსა და მიმღებს აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. თანაც, მოზარდები მეტად გაცნობიერებულნი არიან ონლაინ კომუნიკაციაში, ვიდრე უფროსები და შეუძლიათ მათი იმგვარი მართვა, რომ შეიძლბეა უფროსებმა ეს ვერც კი აღმოაჩინონ.
     პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თავად ბავშვებს ავუხსნათ, რომ საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი პირადი ფოტოები, საკონტაქტო ინფორმაცია, ვიდეო. თუ მოზარდი სარგებლობს სოციალური ქსელით, სასურველია იცოდეს, რომ ჯობს დაიმეგობროს მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც რეალურად იცნობენ. სოციალურ ქსელში ურთიერთობისას თავად იყოს ზრდილობიანი, არ გამოიყენოს უხეში და სხვების შეურაცმყოფელი სიტყვები, არ გამოიყენოს სოცქსელები ჭორების გასავრცელებლად, თუ სხვა აყენებს შეურაცყოფას, თავი აარიდოს კონფრონტაციას, შესაძლებელია მომხმარებლის დაბლოკვაც, ადმინისტრატორისთვის მიწერა, ან ქვეყანაში არსებული ცხელი ხაზის გამოყენება [4].
თანამშრომლობითი სწავლების საშუალებით მოსწავლეები არა მარტო ცოდნას ეუფლებიან, არამედ უვითარდებათ სოციალიზაციისა და კომუნიკაციის უნარებიც, რადგან სწორედ სწავლების ეს ფორმა მოითხოვს და უწყობს ხელს მათ უშუალო კომუნიკაციასა და ინტერაქციას. ამ დროს მოსწავლეები იძენენ ისეთ კომუნიკაციურ უნარებს, როგორებიცაა: კითხვის დასმის, აქტიური მოსმენის, თხრობის, მოღებული ინფორმაციის გადამუშავებისა და ადეკვატური საპასუხო რეაქციის  დაბრუნების უნარები და სხვა. თანამშრომლობითი სწავლება ხელს უწყობს ასევე სოციალიზაციის უნარების განვითარებას: საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასა და დაცვას, სხვათა აზრებისა და შეხედულებების პატივისცემას, საერთო გამოცდილებიდან გამოცდილების შეძენას და სხვა [5].
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ,,მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას“. ამასთანავე, ,,მოსწავლის აკადემიური მიღწევწბის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა სეუწყოს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათ შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას“.
     ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება; განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმავითარებელი შეფასების შესახებ ცნობილია ის, რომ ,,განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი სეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვა“.
     საჭიროა აგრეთვე, წინსწრებით და მართებულად ჩატარებული შუალედური განმავითარებელი შეფასებები, რომლებსაც მაღალი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები აქვს და სეუძლია გააფრთხილოს მოსწავლე და მასწავლებელი მოსალოდნელი მარცხის შესახებ. ამ დროს ორივე თდარიგს დაიჭერს და განმსაზღვრელ შეფასებამდე ერთობლივი ძალისხმევით გამოასწორებს მდგომარეობას [6].
მასწავლებელი ხელს უწყობს უსაფრთხო, ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი, კეთილგანწყობილი, სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
სასწავლო გარემო ფართო ცნებაა, რომლის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს:
·         მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობები.
·         დამკვიდრებული ღირებულებები და წესები.
·         ფიზიკური გარემო.
სასწავლო გარემოს ფორმირების დროს გასათვალისწინებელია თანამედროვე სკოლის ძირითადი მიზნობრივი ორიენტირები:
·         ინიციატივიანობა
·         დამოუკიდებლობა
·         პასუხისმგებლობა
·         შემოქმედებითობა.
მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი გარემო, რომელიც ახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს, დამოუკიდებლობას ანიჭებს გადაწყვეტილებების მიღებაში, პატივს სცემს მათ აზრებს, შეუძლია ენდოს მოსწავლეებს და საქმიანობის დელეგირებით გაზარდოს ერთდროულად მათი მოტივაციაც და პასუხისმგებლობაც, ქმნის წინაპირობებს ლაღი, გაბედული, შემოქმედებითიპიროვნებების ჩამოყალიბებისათვის.
აქედან გამომდინარე, ყველა მასწავლებლის საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლის მიღწევებსა და წარმატებებზე. მასწავლებლის მოვალეობაა, უპირველეს ყოვლისა, ისეთი სასწავლო გარემოს შექმნაა, რომელიც, ინდივიდუალური განსხვავებების მიუხედავად, მოსწავლეებს სწავლის მიმართ დადებით განწყობასა და დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებს, დაეხმარება მათ ქცევის თვითრეგულაციაში, სწავლისა და ქცევის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.
როდესაც ყველა მოსწავლის აკადემიური და სოციალური წარმატებები მასწავლებლის მთავავრი ღირებულებაა, მაშინ ის ყურადღებას ამ მიზნის მიღწევისკენ მიმართავს და, შესაბამისად, კლასში თანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და პატივისცემის გარემო იქმნება.
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაა,  მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. ამიტომ საგნობრივ სტანდარტში ახწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას:
ა. დეკლარატიულს, ანუ სტატისტიკური ხასიათის ცოდნას - როცა მოსწავლემ იცის წესები, კანონები, ცნებების განმარტებები, ფორმულები, თუმცა ვერ იყენებს მათ;
ბ. პროცედურულს ანუ დინამიურ ცოდნას, რომელიც მოსწავლეს ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას აძლევს;
გ. პირობისეულ ცოდნას, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თვისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში ე. ი. მოახდინოს ცოდნის გადატანა, ანუ ტრანსფერი.
მაშასადამე, ტრანსპერი არის ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენების უნარი. დ. უზნაძის აზრით (უზნაძე, 1967), აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის, ანუ გადატანის უნარი.
ტრანსფერის უნარი არ არის თნდაყოლილი და არც თავისთვად ვითრდება. საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა იმისათვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს (პერკინსი, 1992). ამდენად, მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს ამ უნარის შეძენაში, რათა მათ შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება სრულიად განსხვავებულ ვითრებაშიც.
ტრანსფერი რომ განხორციელდეს, სწავლების დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ხელშემწყობი პირობები:
·         ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზ-შედეგობრვი მიმართების შემცველი;
·         სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ შეძენილი გამოცდილება შესაძლა გამოყენებული იყოს სხვადასხვა სიტყუაციაში;
·         სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
სწავლის ეფექტიანობას დიდ წილად განსაზღვრავს მოსწავლეების მიერ სწავლის სტრატეგიების ფლობა. სწავლის სტრატეგია გულისხმობს შემეცნებითი პროცესების მიზანმიმართულ გამოყენებას სწავლის დროს. იგი აიოლებს ახალლ მიღებლი ინფორმაციის აღქმას, გადამუშავებას და გონებაში შენახვას. სწავლის ეფექტური სტრატეგიები, როგორებიცაა, მაგალითდ, ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება და დასკვნების გამოტანა და სხვა, მოსწავლეს მნიშვნელოვან სააზროვნო უნარებს უვითრებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსწავლეები უმეტესად სწავლის ასეთ პრიმიტიულ და ნაკლებეფექტურ სტრატეგიას იყენებენ, როგორიცაა მასალის გამეორება. სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს თვითრეგულირებადი სწავლის უნარებს და მათ აყალიბებს დამოუკიდებელ შემსწავლელებად. თვითრეგულირებადი სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია მოსწავლემ იცოდეს, როგორ გამოიყენოს შეძენილი ცოდნა თუ სწავლის სტრატეგიები, როგორია მისი სწავლის სტილი, რა არის მისი ძლიერი თუ სუსტი მხარეები, როგორ გამოიყენოს ძლიერი მხარეები პრობლემების გადასაჭრელად და როგორ დაძლიოს სისუსტეები. ასეთ მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები და ფლობენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს. თვითრეგულირებად მოსწაავლეებს მაღალი აქვთ სწავლის მოტივაცია, მათი მიზანია განვითრდნენ, შეივსონ ცოდნა.
                         მასწავლებლს პროფესიული სტანდარტის სასწავლო გარემოს სფეროში            შედის კომპეტენცია, რომელიც ახწერს, თუ რა მოეთხოვება სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებელს მშობლებთან თანამშრომლობისთვის. მასწავლებლის განსაკუთრებული ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდნენ მშობლები. მშობელთა მონაწილეობა სასწავლო პროცესში სწავლების ხარისხზე დადებითად აისახება, რადგან ამ დროს მოსწავლემ იცის, რომ მისი სწავლისადმი ინტერესი მშობელთ მხრიდან მაღლია, მათი ყველანაირი ქცევა უყურადღებოდ არ რჩება მთლიანობაში, მშობელიც და მასწავლებელიც ერთ მიზანს ემსახურებიან, ეს სწავლების მაღლი შედეგია.  ხშირად მასწავლებელი მკაცრად აკრიტიკებს მშობლის უყურადღებობას და ავიწყდება, რომ შესაძლოა მას სკოლის მიღმაც უამრავი საზრუნავი ჰქონდეს. ასეთ დროს მშობელთნ ურთიერთობი დამყარება შეიძლება რთული აღმოჩნდეს. თუ კი ოჯახში მშობლები დასაქმებულნი არიან მათ ნაკლები დრო რჩებათ მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის. ისიც შესაძლოა, ოჯახის სოციალურ ეკონომიური პრობლემების გამო უგულებელყოფილი იყოს მოსწავლის სასკოლო ცხოვრება და განათლება.
                          სწავლის დაწყებისას მასწავლებელმა უნდა უზრუნვლყოს მშობლების ინფორმირება მრავალ საკითხზე, მათ შორის, როგორი იქნება კლასსა თუ სკოლაში წესები, რა მოთხოვნებს უყენებს სკოლა, საგანი მოსწავლეს, როგორი იქნება შეფასების სისტემა, რამდენად ხშირი კონტაქტი იქნება აუცილებელი, რიგგარეშე სიტუაციებში როგორ და რა გზებით დაუკავშირდება მასწავლებელი მშობელს. შეიძლება ყოველ კონკრეტულ მშობელთნ განსხვავებული იყოს ურთიერთობის ფორმა: ნაწილთ პირისპირ ურთიერთობები, ნაწილთან-სატელეფონო, ნაწილთან კი - ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასევე მასწავლებელმა უნდა გამოიკითხოს, როგორია მშობლების მოლოდინი, რა სურთ, რას ელიან, რას ითხოვენ. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა მჭიდრო თანამშრომლობა უნდა დაამყაროს მასთან, ჩართოს სხვადასხვა აქტივობაში [7] .

      თანამშრომლობითი სწავლებოს სფეროში გამოკვეთილი სპეციალისტების, დევიდ ჯონსონისა და როჯერ ჯონსონის ( 1999) მიხედვით, ამ მეთოდის განმსაზღვრელი ხუთი მეთოდი არსებობს, ესენია:
·         პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება ( გრძნობა იმისა, რომ ერთად გადავრჩებით, ან ერთად დავიღუპებით);
·         ურთიერთგამხნევება (ერთმანეთის დახმარება სწავლაში, ურთიერთგამხნევება და წახალისება);
·         ინდივიდუალური და ჯგუფური ანგარიშვალდებულება ( თითოეული ჯგუფის წევრს აქვს საკუთარი ვალდებულებები და, ამ ვალდებულებების შესრულებით, შესაძლებელი ხდება ჯგუფის საერთო მიზნის მიღწევა);
·         ინტერპერსონალური და პატარა ჯგუფში მუშაობის უნარები ( კომუნიკაცია, ნდობა, ლიდერობა, გადაწყვეტილებების მიღება დაკონფლიწტების მოგვარება);
·         ჯგუფის წინსვლა ( დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მუშაობს გუნდი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ გუნდის მუშაობა გაუმჯობესდეს.
თანამშრომლობითი სწავლა სასარგებლო აქტივობაა, მაგრამ ზედმეტად ხშირად არ უნდა გამოვიყენოთ. თანამშრომლობითი სწავლა ის მეთოდია, რომელიც საუკეტესო შეგეგებს სისტემატიურად გამოყენების შემთხვევაში იძლევა. ლოუსა და სხვების (1996) ნაშრომის მიხედვით, დაჯგუფების მეთოდი ყველაზე ნაყოფიერია მაშინ, როცა კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენება. ზოგიერთი ფსიქოლოგი გვაფრთხილებს, რომ თანამშრომლობითი სწავლების მეთოდის ,,ზედმეტად ხშირი“ გამოყენება სასურველი არ არის. კერძოდ, მკვლევარები ჯონ ანდერსონი, ლინ რედერი და ჰერბერტ საიმონი (1997) გვაფრთხილებენ, რომ მასწავლებლების მიერ თანამშრომლობითი სწავლა ხშირად არასწორად, ან ზედმეტი სიხშირით გამოიყენება. ეს მკვლევარები მიიჩნევენ, რომ თანამშრომლობითი სწავლის არამართებული გამოყენების შემთხვევის წინაშე ვდგავართ მაშინ, როცა ჯგუფების არასწორი სტრუქტურირება ხდება. ზედმეტი სიხშირით გამოყენების შესახებ კი დასძენენ: მოსწავლეები არ უნდა ჩავრთოთ ჯგუფურ მუშაობაში ისეთი ინტენსიურობით, რომ ასათვისებელ უნარებზე დამოუკიდებლად მუშაობისათვის საკმარისი დრო აღარ დარჩეთ. სასურველია, თანამშრომლობითი ჯგუფები პატარა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დავალება დიდი ჯგუფისთვის უფრო მიზანშეწონილია, შესაძლოა, მოსწავლეებს არ ეყოთ დიდ ჯგუფებში მუშაობის კომპეტენცია. მასწავლებლების აზრით, ,,რაც უფრო პატარაა ჯგუფი, მით უკეთესია“. თუმცა ხანდახან, რესურსების სიმწირის გამო, მასწავლებლები ჯგუფების ზომას ზრდიან. მასწავლებლის, როგორც მენეჯერის პასუხისმგებლობაა, მუდმივად აკონტროლოს და, საჭიროებისამებრ, ცვალოს კიდევაც ჯგუფების ზომა [8].

თავი III კვლევის დიზაინი
3.1. საკვლევი საკითხების ფორმულირება.
     კვლევის მთავარი კითხვა იყო, თუ რა იწვევდა საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დაბალ დონეს. საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოვყავი შემდეგი საკვლევი საკითხები:
v  რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანიო მეთოდების გამოყენება მოსწავლეების ჩართულობაზე?
v  რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესის მორგება მოსწავლეთა ინტერესებზე?
v  შეესაბამება თუ არა ტექსტები მათ ინტერესებს?
v  შეესაბამება თუ არა ტექსტები მათ საჭიროებებს?
v  არის თუ არა სირთულე ტექსტების მოცულობაში?
v  რა დაეხმარება მათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?
v  როგორი გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო?
v  რა თემებია მათთვის საინტერესო, რომელთა შესწავლაც გაზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?

3.2. პრაქტიკული კვლევის არსი
     საკუთრი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის ამაღლების დანერგვის სირთულეს და მისი გადაჭრის გაუმჯობესების გზებს.
     პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, მკვლევარებისა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგულად ერთიანდებიან, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ.

3.3. კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:
     2. . სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის მე-7-8-9 კლასების 21 მშობელი;
     3. . სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის მე-7-8-9 კლასების 10 მასწავლებელი.
3.4. კვლევის სამიზნე ჯგუფი
1. საბაზო საფეხურის მოსწავლეები (მე-7-8-9 კლასები);
2. საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები;
3. საბაზო საფეხურის კლასებში შემსვლელი მასწავლებლები.

3.5. კვლევის მეთოდები
·         კვლევის მეთოდი ,,დაკვირვება“
კვლევის საწყის ეტაპზე გამოვიყენე აღწერითი დაკვირვება. ვაკვირდებოდი მოსწავლეებს სისტემატიურად, რათა დამედგინა მიზეზები, თუ რა იწვევდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დაბალ დონეს საბაზო საფეხურზე, შემდგომში მათი აღმოფხვრის მიზნით.
·         ფოკუსირებული დაკვირვება
ამ მეთოდის დროს გამოვყავი სკოლის მოსწავლეთაგან მე-7-8-9 კლასების მოსწავლეები დაბალი აკადემიური მოსწრების მიხედვით. ჩემი მიზანი იყო , მომეპოვებინა საჭირო, დამატებითი ინფორმაცია თუ რა იყო მიზეზი მათი დაბალი აკადემიური მოსწრებისა. როგორც ფოკუს ჯგუფს ახასიათებს ჩემს კლასებშიც იყო რამდენიმე, ძალიან გულახდილი რესპოდენტი, სწორედ მათი დახმარებით საჭირო ინფორმაცია მოვიპოვე. კვლევაში გამოყენებულ ფოკუსირებულ დაკვირვებაში მონაწილეობა მიიღო 21-მა მოსწავლემ, აქედან 15 ვაჟმა  და 6 გოგონამ (იხილეთ ცხრილი N1).
   
    ვაჟი
   გოგონა
       15
        6

გამოკითხულ მოსწავლეთა რაოდენობა ( ცხრილი N1)

·         რაოდენობრივი მეთოდი ,,გამოკითხვა“, კერძოდ წერილობითი გამოკითხვა, ანუ ანკეტირება.
ანკეტირების დროს კითხვები მოვამზადე:
ü  მე-7-8-9 კლასების მოსწავლეებისათვის;
ü  მე-7-8-9 კლასების მშობლებისათვის;
ü  მე-7-8-9 კლასებში შემსვლელი მასწავლებლებისათვის.
             კითხვები იყო დახურული და ღია ტიპის. ანკეტირება მოხდა ანონიმურად, რადგან ამ დროს რესპოდენტი  არ იზღუდება და გულწრფელია პასუხების გაცემის დროს. ანკეტირების კითხვები მოვამზადე სამიზნე ჯგუფისთვის, კითხვების ფორმულირება ისე მოვახდინე, რომ მოსწავლეებისგან მიმეღო საჭირო ინფორმაცია, რათა დამეგეგმა შემდგომი ინტერვენციები.
         შერჩევა-სრული, ვინაიდან მოსწავლეთა მოსაზრებების, ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანია, ყველას აზრი საინტერესო იყო კვლევის პროცესში. კითხვარის საშუალებით გამოიკვეთა ის რამდენიმე საჭიროება და მიზეზი, რომელიც ზეგავლენას ახდენს მათი აკადემიური მოსწრების დაბალ დონეზე.


3.6. კვლევის ვადები
აქტივობა
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება
    X





კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

       X




კითხვარის შედგენა დამუშავება

        X




კითხვარის შევსება

        X




გამოკითხვა/თვითშე
ფასება


    X



მიღებული შედეგების ანალიზი


    X



ინტერვენციის განხორციელება



        X
      X
        X
კვლევის გაზიარება





        X
 





3.7. მონაცემთა ანალიზი
     კვლევა მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით და რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა ზუსტად მომხდარიყო მოსწავლეთა დაბალი აკადემიური დონის გამომწვევი მიზეზების დადგენა და პრევენცია. კვლევა მიმდინარეობდა ყველა მხარის ჩართულობით: მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი. გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდი ინფორმაციის მოგროვებისათვის. იმისათვის, რომ ინფორმაცია ყოფილიყო სანდო, ანკეტირება იყო ანონიმური.

1.      აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შევქმენი ფოკუს ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ის პედაგოგები, რომელიც ასწავლიდნენ ამ კლასებს და კლასის დამრიგებლები.         გამოკითხულთა მცირე ნაწილი ყოველთვის იყენებს მრავალფეროვან სტრატეგიებს გაკვეთილზე, უმეტესი ნაწილი ცდილობს ხშირად გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგიები. ხოლო მცირე ნაწილი-იშვიათად.
გამოკითხულთა უმეტესობა ყოველთვის და ხშირად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.
გამოკითხულთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ არ ყავს ჩართული მოსწავლეები გაკვეთილის გეგმისა და შეფასების რუბრიკების შედგენაში. მხოლოდ ერთმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ყოველთვის ჩართული ყავს მოსწავლეები.
პედაგოგთა უმეტესობა აცნობს მოსწავლეთა მშობლებს შვილების მოსწრების შესახებ ინფორმაციას.

2.      ანკეტირება:
მოსწავლეთა მცირე ნაწილი ჩართულია პედაგოგთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვაში, მცირე ნაწილე-იშვიადად, მხოლო უმეტესობა- არ არის ჩართული.
გამოკითხულთა ნაწილმა იცის შეფასების რუბრიკა, ხოლო მცირე ნაწილი კარგად ფლობს ინფორმაციას შეფასების პრინციპების შესახებ.
გამოკითხულთა უმეტესობა არის ინფორმირებული საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ, ხოლო მცირე ნაწილი კი ნაწილობრივ.
მოსწვლეთა აზრით, მათი მშობლები, არც თუ ისე ხშირად ინტერესდებიან შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ, ხოლო მცირე ნაწილი საერთოდ არ არის ჩართული საკუთარი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ.








3.      ინტერვიუ:
გამოკითხულ მშობელთა უმეტესობა ცდილობს ჩართული იყოს შვილის აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში, ხოლო მცირე ნაწილმა აღნიშნა, რომ იშვიათად არის ჩართული.
გამოკითხულ მშობელთა მცირე ნაწილმა აღნიშნა, რომ ჩართული არის სასკოლო ცხოვრებაში. უმეტესობა ვერ ახერხებს იყოს-ჩართული.
გამოკითხულ მშობელთა მცირე ნაწილმა იცის სკოლაში არსებული შეფასების პრინციპები და მეთოდები. უმეტესობა არ ფლობს ამის შესახებ ინფორმაციას.
მშობელთა აბსოლიტური უმრავლესობა არ ეცნობა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მხოლოდ მცირე ნაწილი არის დაინტერესებული სიახლეებისა და ინფორმაციის მიღებით.


ასევე მქონდა ღია კითხვები, რომლებზეც ჩემმა რესპოდენტებმა შემდეგნაირად მიპასუხეს: პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ხშირად ვერ ხერხდება სიღრმისეული კონსულტაციები შეხვედრების დროს, ისინი ძირითადად შემოიფარგლებიან მცირე ინფორმაციის გაცვლით, რაც გარკვეულ ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს პროფესიული განვითარების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგებს აქვთ საშუალება გაეცნონ თანამედროვე ტრენინგებს და მიღწევებს აკადემიური მოსწრების შესახებ, ისინი მაინც ვერ ახერხებენ ყოველთვის სრულად დანერგონ სიახლეები პირად პრაქტიკაში. შეძლებისდაგვარად ვცდილობ გავიზიარო კოლეგებისა და განათლების ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
      მოსწავლეთა აზრით მნიშვნელოვანია კლასში იყოს ბევრი მაღალი აკადემიური მოსწრების თანაკლასელი, რომლებიც მათ დაეხმარებიან შედეგების გაუმჯობესებაში. ასევე მათ აღნიშნეს, რომ კარგი იქნება თუ საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო და მრავალფეროვანი იქნება.
       მშობელთა აზრით,  კარგი იქნება თუ პედაგოგები საგაკვეთილო პროცესს გაამრავალფეროვნებენ და უფრო მეტ არასაგაკვეთილო აქტივობებს ჩართავენ.




















3.8. ინტერვენციები
     გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
v  მოსწავლეების მხრიდან კითხვარების შევსების მიმართ განსაკუთრებბული პასუხისმგებლობით დაიგეგმა ჯგუფური, წყვილებში მუშაობა მეორე სემესტრის განმავლობაში;
v  დიფერენცირებულ ჯგუფებში მუშაობის დროს მოსწავლეები მუშაობდნენ იმ საკითხზე, რომელიც მათი შესაბამისი იყო;
v  ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად ამუშავებდენენ და აანალიზებდნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს;
v  წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტ მოსწავლეებს და პერიოდულად ინფორმაციას მაწვდიდნენ მათი შედეგების შესახებ;
v  ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება;
v  ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთნ სასწავლო წლის დამამთავრებელ ეტაპზე კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციის შეფასების მიზნით.
3.9. განხორციელებული ცვლილებები
     ინტერვენციის განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მთელი კლასისთვის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად სუსტი მოსწავლეები ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურად, ადევნებდნენ თვალს ჯგუფური და წყვილებში მუშაობის განრიგს და აქტიურად იყვნენ ჩართული ჯგუფური მუშაობის პროცესში. ჯგუფური მუშაობის დროს ეხმარებოდნენ ერთმანეთს და რაც მთავარია ამას ხალისით აკეთებდნენ.
     ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ სუსტი მოსწავლეები. მოსწავლეები მუშაობდნენ ერთად. ამუშავებდნენ ახალ ტერმინებს, ცნებებს, აანალიზებდნენ სავარჯიშოებსა და ამოცანებს. ჯგუფური მუშაობა გრძელდებოდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში. მომდევნო გაკვეთილზე საპასუხოდ გამოძახებული იყო სუსტი მოსწავლეები და თუ ისინი ვერ უპასუხებდნენ რომელიმე შეკითხვას, მაშინ პასუხობდა მის ჯგუფში მომუშავე ძლიერი მოსწავლე. ამით საშუალება მქონდა შემემოწმებინა მთელი ჯგუფის ცოდნა. ზოგადად კი შემეფასებინა ეს ორი მოსწავლე ქულებით. ინდივიდუალური კითხვარის (ამოცანა-მაგალითები) შევსების დამთავრების სემდეგ ერთობლივად ვაანალიზებდი შედეგებს. მოსწავლეები თავიანთ ნაშრომში თავდაპირველად ითვლიდნენ გაცემული პასუხების რაოდენობას და იქვე აღნიშნავდნენ გადასწორებული პასუხების რაოდენობასაც. ამის შემდეგ თავდ გამოჰყავდათ ქულები. ასეთი ფორმით ჩატარებული თვითშეფასება იყო საინტერესო და სახალისო. დიფერენცირებულ ჯგუფებში მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ სპეციალურ ტესტირებაში მიღებული ქულების მიხედვით. ყველა ჯგუფის ცოდნის დონის შესაბამისი დავალება ჰქონდა და მუშაობდნენ ჯგუფებში. სამუშაო პროცესს თვალს ვადევნებდი და ვახდენდი დაკვირვებას, შენიშვნებს ვინიშნავდი და მუშაობის დასრულების შემდეგ რჩევებს ვაძლევდი.
     დაკვირვებითა და მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით: ურთიერთდახმარებით ჯგუფური მუშაობის დროს, ტესტირებებით, თვითშეფასებებით მოტივაცია ამაღლდა, მოსწავლეთა ჩრთულობა გაიზარდა სასწავლო პროცესში, შესაბამისად სწავლის დონეც გაიზარდა. თვეში ერთხელ ვატარებდი თითოეული მოსწავლის დაკვირვების შედეგების შეჯამებას.






















 თავი IV.
     4.1. ინტერვენციების შეფასება
     ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო: დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები, ინტერესით მუშ აობდნენ ჯგუფურად, ადევნებდნენ თვალს ჯგუფური და წყვილებში მუშაობის განრიგს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჯგუფური მუშაობის პროცესში. ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ კოლაბორაციის უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, და რაც მთავარია, ამას ხალისით აკეთებდნენ.

       4.2. დასკვნები და რეკომენდაციები
     მოსწავლის ნებისმიერი ქცევა ერთ ზოგად მიზანს ემსახურება - იპოვოს თავისი ადგილი სკოლაში, იგრძნოს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა, თავისი მნიშვნელობა და საჭიროება. სასკოლო ცხოვრებაში ამ მოთხოვნილების რეალიზაცია 3 სფეროში უნდა განხორციელდეს: მოსწავლემ უნდა მიაღწიოს ინტელექტუალურ, კომუნიკაციურ და სოციალურ კომპეტენტურობას. ამას ის მისთვის მოსაწვდომი ხერხებით ცდილობს და თუ ეს ხერხი არასწორია, შედეგად ვიღებთ დისციპლინის დარღვევას. სწორედ სკოლამ უნდა გაუხსნას რეალიზების გზა მის მთვარ ცხოვრებისეულ მოთხოვნილებას - გააცნობიეროს საკუთარი თავი, როგორც სრულფასოვანმა პიროვნებამ.
     აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რატომ არის, რომ მოსწავლე ზოგ მასწავლებელთან კარგად იქცევა, ზოგს კი ხელს უშლის, ან სახლში პრობლემებს არ ქმნის, სკოლაში კი აგრესიულად იქცევა, ან პირიქით.
     დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შესაძლოა ხვდებოდეს, რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ვერ აცნობიერებდეს, რა განაპირობებს მის ამგვარ ქცევას: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების თუ წარუმატებლობისგან გაქცევის სურვილი. ეს კვლევა დაეხმარება მასწავლებელს დაფიქრდეს, როგორ მოახდინოს ცუდი ქცევის მოტივის იდენტიფიცირება. რა შემთხვევასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, აუცილებელია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება:
v  სწორედ აღვწეროთ კონკრეტული ფაქტები, მოვერიდოთ სუბიექტურ შეფასებას.
v  ზუსტად განვსაზღვროთ დისციპლინის დარღვევის მიზეზი.
v  ავირჩიოთ დისციპლინის დაღღვევის მომენტში გადაუდებელი ჩარევის ხერხები.
v  შევიმუშაოთ თვითპატივისცემის ფორმირების ხელშემწყობი სტრატეგიები.
v  ეფექტიანად ვიმუშაოთ მშობლებთან და ვაქციოთ ის ამ პროცესის თანამონაწილედ და ხელშემწყობად.

     კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემს კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო სტრატეგიები.

































თავი V
5.1. ბიბლიოგრაფია

1.      კლასის მართვა - რობერტ ჯ. მარზანო, იანა  ს. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი
2003 წელი.  გვ. 54, 55, 56, 57, 58. http://old.tpdc.ge/images/stories/pdf/klasismartva.pdf
2.      ბავშვთა განვითარების ასაკობრივი თავისებურებები-მანანა მელიქიშვილი 2013 წელი. გვ. 76, 77, 78. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/255689/1/ArasrulwlovantaDAkitxvisGamokitxvisFsiqologiuriAspeqti.pdf
3.      მასწავლებლის წიგნი - მარინე ჯაფარიძე, მაია ფირჩხაძე, მანანა ბოჭორიშვილი 2013 წელი. გვ. 35, 36, 37.
4.      მასწავლებლის წიგნი; უსაფრთხო სკოლა-ნინო ლაბარტყავა, ქეთევან ოსიაშვილი, მალინა საჯაია, ქეთევან კობალაძე 2018 წელი. გვ. 13, 14,16, 17.
5.      მასწავლებლის წიგნი: ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში-სოფიკო ლობჟანიძე, მაია ფირჩხაძე, მანანა რატიანი, ნინო ლომიძე, ნინო ჭიაბრიშვილი, რუსუდან თედორაძე, მაია ჯალიაშვილი 2016 წელი. გვ. 61.
6.      მასწავლებლის წიგნი-შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი და შიდა სასკოლო-თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი. 2016 წელი. გვ. 86, 89.
7.      მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი-გიორგი გახელაძე, მანანა მელიქიშვილი, მანანა რატიანი, კახა ჟღენტი. 2014 წელი. გვ. 23, 52, 54, 84, 85, 92.

8.      ეფექტური სწავლება სკოლაში-რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ.ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი. გვ. 102, 103, 106, 109.
























თავი VI
6.1. დანართები
კითხვარი ფოკუსჯგუფისთვის
1.      რამდენად ხშირად იყენებთ გაკვეთილზე სხვადასხვა სტრატეგიებს?
ყოველთვის               ხშირად                    იშვიათად




2.      რამდენად ხშირად იყენებთ გაკვეთილზე განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას ერთად?
    ყოველთვის               ხშირად                      იშვიათად




3.      მონაწილეობენ თუ არა გაკვეთილის გეგმისა და შეფასების რუბრიკების შედგენაში მოსწავლეები?          
ყოველთვის               ხშირად                     იშვიათად




4.      რამდენად ხშირად აცნობთ აკადემიური მოსწრების შედეგებს მშობლებს?        
ყოველთვის                ხშირად                    იშვიათად




5.      რა ტიპის კონსულტაციებს ატარებთ კოლეგებთან აკადემიური მოსწრების შედეგებთან დაკავშირებით?
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

6.      ეცნობით თუ არა თანამედროვე ტენდენციებსა და მიღწევებს აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით?
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
7.      იზიარებთ თუ არა რეკომენდაციებს, როგორც კოლეგების, ასევე განათლების ექსპერტების მიერ შემუშავებულს?
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________


კითხვარი მოსწავლეებისათვის

1.      მონაწილეობთ თუ არა გაკვეთილის თემისა და მიზნების შემუშავებაში?
ყოველთვის                  ხშირად                        იშვიათად





2.      იცნობთ თუ არა გაკვეთილის შეფასების პრინციპებს?
 ყოველთვის                ხშირად                         იშვიათად




3.      ხართ თუ არა ინფორმირებული თქვენი აკადემიური მოსწრებით?
ყოველთვის               ხშირად                      იშვიათად




4.      დაინტერესებული არიან თუ არა მშობლები თქვენი აკადემიური მოსწრებით?
  ყოველთვის               ხშირად                          იშვიათად





5.      როგორ ფიქრობ რამდენად მნიშვნელოვანია მაღალ აკადემიურ მიღწევაში თანაკლასელების დახმარება?
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

6.      მისაღებია თუ არა თქვენთვის საგაკვეთილო სტრუქტურა და რის შეცვლას ისურვებდით სამომავლოდ?
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________






კითხვარი მშობელთათვის

1.      რამდენად ხართ ჩართული თქვენი შვილის აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში?




2.      ჩართული ხართ თუ არა სასკოლო ცხოვრებაში?
ყოველთვის               ხშირად                  იშვიათად




3.      იცნობთ თუ არა შეფასების პრინციპებს?
ყოველთვის               ხშირად                  იშვიათად




4.       ეცნობით თუ არა განათლების სისტემაშიმი მდინარე რეფორმებს?

    ყოველთვის               ხშირად                  იშვიათად





5.      რა რეკომენდაციებს მისცემდით თქვენი შვილის პედაგოგებს მისი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის?
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

6.      რა სიახლეებს ისურვებდით სამომავლოდ თქვენი შვილის სასკოლო ცხოვრებაში?
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________




რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

    მოგახსენებთ რომ, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის თემა იყო რა იწვევს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დაბალ  დონეს საბაზო საფეხურზე“.  პრობლემ აქტუალურია როგორც ჩვენ სკოლაში, ასევე საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში. კვლევაში ჩართული იყო საბაზო საფეხურის ყველა კლასის მოსწავლე, მათი მშობლები და მასწავლებლები.
კვლევის  დასრულების შემდეგ, ანგარიში პრეზენტაციის სახით  წარვუდგინე  კოლეგებს და ვთხოვე გაეკეთებინათ უკუკავშირი. ასევე  ინტერვენციების განხორციელების შედეგები. კვლევაში წარმოდგენილმა გრაფიკებმა პედაგოგებისთვისაც ადვილად აღსაქმელი გახადა ჩემ მიერ შესრულებული სამუშაო.
პედაგოგებმა აღნიშნიშნეს, რომ  საბაზო საფეხურზე არ იყო მაღალი აკადემიური მოსწრება, კვლევის შდაგად განხორციელებულმა ინტერვენციებმა საგრძნობლად გააუმჯობესა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. მათ მირჩიეს კარგი იქნება თუ მეტად ჩავრთავთ სასკოლო აქტივობებში მოსწავლეთა მშობლებს და  მეტად გავითვალიწინებთ მათ იდეებს სწავლა-სწავლების პროცესში.
 ამრიგად, უკუკავშირი ჩემთვის მეტად საინტერესო და ეფექტური გამოდგა. დამაფიქრა იმაზე, რომ კიდევ უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება ამ კუთხით;  ახალი კვლევის დაგეგმვისას აუცილებლად გავითვალისწინებ კოლეგების უკუკავშირით მიღებულ მნიშვნელოვან რჩევებს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მთელ კოლექტივს. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო იმ პედაგოგებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თანადგომასა და დახმარებას მიწევდნენ.
კვლევის ავტორი: მაია ხაბელაშვილი